ენის კურსები

„ელიტა-სკ“-ს ენის კურსები დაფუძნებულია ენის შესწავლის ბუნებრივ მეთოდზე მასწავლებლის დახმარებით, რამაც წლების მანძილზე დაამტკიცა თავისი ეფექტიურობა.

ეს კურსები არ მიჰყვება ტრადიციულ გრამატიკაზე დაფუძნებულ მიდგომას, თუმცა პრაქტიკულად გრამატიკას ითვისებთ ანი-დან ჰაე-მდე. სასაუბრო ენა შეისწავლება სხვადასხვა ძირითად ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, როგორიცაა ვაჭრობა, სპორტი, მგზავრობა, რესტორანი, და სხვა.

უცხო ენის შესწავლა ჩვენს კურსებზე არის საიმედო და სახალისო პროცესი, და სულ რამოდენიმე კვირაში თქვენ უკვე იგრძნობთ კარგ საფუძველს.

აქ სტუდენტს შეუძლია დაეუფლოს სასაუბრო და ლიტერატურულ ენას რაც შეიძლება უმოკლეს დროში თავისი არჩევანის მიხედვით: ინგლისურს, რუსულს და ქართულს.

ენის კურსების პირობები შემდეგია:

ხუთთვიანი კურსი ჯგუფში:

გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ, კვირადღის გარდა. გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1 ს. 30 წთ. კურსი იწყება ხუთკაციანი ჯგუფის შედგენისთანავე. კურსის ფასია 500 ლარი (თვეში 100 ლარი).

ენის კურსებით დაინტერესებულ 5 კაციან ჯგუფს (ორგანიზაციებში, საცხოვრებელ კორპუსებში) მეცადინეობა შეიძლება ჩაუტარდეთ მათთვის სასურველ დროს და ადგილას.

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს. მას შეუძლია გააგრძელოს სწავლა შემდეგ კურსზე. პირობები იგივეა.

ხუთთვიანი პერსონალური კურსი:

გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ, კვირადღის გარდა. გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1 ს. 15 წთ. ფასი 300 ლარი თვეში.

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს. მას შეუძლია გააგრძელოს სწავლა შემდეგ კურსზე. პირობები იგივეა.