ჩვენს შესახებ

შპს ”ელიტა-სკ” (”ელიტა-სწრაფი კურსები”) დაარსდა 1992 წელს. დამაარსებელი და ხელმძღვანელი ვარ მე, ვაჟა უთურგაიძე.

1962 წელს, უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, გამიწვიეს საზღვარგარეთ თარჯიმნად. 1962 დან 1981 წლამდე ვიმსახურე ევროპის, აზიის და აფრიკის ქვეყნების საელჩოებსა და წარმომადგენლობებში. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების უფროსად, და ფიზიკის ინსტიტუტში უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 1989 წელს ლიცენზიით გავხსენი ინგლისური ენის სწრაფი შესწავლის კურსები (პირველი საქართველოში).

1992 წლიდან - შპს ”ელიტა-სკ” (”ელიტა-სწრაფი კურსები”). 1995 წელს უკვე ხუთი სკოლა გვქონდა თბილისში, საუკეთესო მასწავლებლებით. ისწავლებოდა რვა უცხო ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული, რუსული და ქართული უცხოელებისთვის, და კომპიუტერის კურსები.

ჩვენი ფირმის არსებობის პერიოდში 2000-მდე უცხო ენების და 600-მდე კომპიუტერის კურსების სტუდენტმა წარმატებით გაიარა ჩვენი კურსები.

მრავალმა ცნობილმა ორგანიზაციამ ისარგებლა ”ელიტა-სკ”-ს კურსებით თავისი პერსონალისთვის: ”საქპატენტი”, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მრჩეველთა ჯგუფი, ”აეროპორტი”, ”AES-თელასი”, თავდაცვის სამინისტრო, საქ.ფეხბურთის ფედერაცია, აუდიტორული კომპანია ”ალექსანდრე”.

საკუთარი შენობა არ გვქონდა და სკოლები განთავსებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციების შენობებში ქირით. (1993 წელს განცხადებით მივმართეთ ქონების მართვის სამინისტროს 350 კვ.მ. ფართი მოექირავებინათ საბოლოო შესყიდვით, მაგრამ ხანგრძლივი დაპირებების შემდეგ უარი გვითხრეს). ქირის საფასური ყოველწლიურად მატულობდა, და ბოლოს შეუძლებელი გახდა მისი გადახდა. 2000 წლიდან 2003 წლამდე რიგრიგობით დაიხურა ”ელიტა-სკ”-ს სკოლები.

2003 წლიდან მე პირადად ვასწავლი ინგლისურ ენას პ.ქავთარაძის ქ.13-ში. ეს არის საკმაოდ კომფორტული ბინა მესამე სრთულზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სწავლების მიზნით. შპს-ს სტატუსი შენარჩუნებულია, კურსდამთავრებული იღებს სერთიფიკატს. რადგან ქირის გადახდა აღარ მიხდება, სწავლების საფასური ყოველთვის უფრო დაბალია ვიდრე სხვაგან; ჯგუფში მხოლოდ ხუთი სტუდენტია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხისთვის.

2000 წლის 1 დეკემბრიდან „ელიტა-სკ“ არის განათლების დარგში მომსახურების საერთაშორისო კორპორაციის EsVita Inc.-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სთავაზობს სტუდენტებს, მოსწავლე ახალგაზრდობას და მასწავლებლებს პროგრამებს კულტურის და განათლების სფეროში საზღვარგარეთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ინგლისში, ავსტრალიაში და სხვა.

სწავლების მეთოდი განსხვავებულია ტრადიციულისგან. 2001 წელს ეს მეთოდი აღიარებულ იქნა, როგორც ერთერთი საუკეთესოთა შორის მსოფლიოში, საერთაშორისო შემრჩევი კომისიის B.I.D.-ის (Business Initiative Directions) მიერ ფრანკფურტში და „ელიტა-სკ“ დაჯილდოვდა.

ARCH OF EUROPE
for QUALITY and TECHNOLOGY
GOLD CATEGORY

მე მიყვარს ჩემი საქმე და დიდ სიამოვნებას მანიჭებს სწავლების პროცესი როგორც მე, ასევე ჩემს სტუდენტებსაც.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქავთარაძის ქ. 13, თბილისი 0186, საქართველო,
ტელ:
230-09-34,
მობ:
591-202-375,
ელ-ფოსტა:
vazha.u@elite-rc.com

შპს "ელიტა-სკ"-ს გენ. დირექტორი
ვაჟა უთურგაიძე